ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ მივდიოთ ახალ გამოვლენილ შემთხვევებს, გამოჯანმრთელების შემთხვევებს, დავთვალოთ რეპროდუქციის ინდექსი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.
მისი თქმით, გუშინდელი მონაცემებით, ეს ინდექსი იყო 089, ბოლო 15 დღის საშუალო ინდექსი იყო 097, ხოლო 30 დღის - 1,23.
"თავად იმსჯელეთ და დაასკვნით, ალბათ, როდესაც 1-ზე დაბლა ეცემა ინდექსი, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია და უფრო დაბალია, ვიდრე იყო", - თქვა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, რეპროდუქციული რიცხვი( RO) გვიჩვენებს, ერთი ინფიცირებულიდან რამდენი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. ეს მაჩვენებელი მართებულია იმ შემთხვევაში, როცა მოსახლეობა არ არის იმუნური ანუ ეპიდემიის საწყის ფაზაში. დროთა განმავლობაში კი ანგარიშობენ Rt-ს, რომელიც გვიჩვენებს, თუ საშუალოდ რამდენი ადამიანი ინფიცირდება ერთი ინფიცირებულისგან დროის რეალურ მონაკვეთში. Rt-ზე გავლენას ახდენს პრევენციული ღონისძიებები - ჰიგიენიდან დაწყებული საკარანტინო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ამცირებს ამ მაჩვენებელს, თუმცა მათი მოხსნის შემდეგ, შესაძლოა, კვლავ იმატოს მან. რაც უფრო იმუნურია საზოგადეობა, ვაქცინით, ან გადატანილი ინფექციით, მით უფრო იკლებს Rt.
როდესაც R<1, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია უკუსვლას იწყებს.