ბრიტანელი მხატვრის დევიდ ჰოკნის ნამუშევარი "შხეფი" ლონდონის Sotheby's-ის აუქციონზე 23.1 მლნ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. იუწყება BBC-ი.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნახატის მყიდველი უცნობია.
ნახატზე, რომელიც ჰოკნის სახელგანთქმული მინიმალისტური სტილით არის შესრულებული, ასახულია მომენტი, როდესაც ადამიანი ლოს ანჯელესის საცურაო აუზში ეშვება და ნახტომის შედეგად შხეფები წარმოიშვა.
"შხეფი" მხატვრის იმ ნამუშევართა შორის არის შესული, რომელიც 1966-1977 წლებშ ლოს ანჯელესში შეიქმნა.
დევიდ ჰოკნი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთია, რომლის ნახატებშიც კოლოსალურ თანხას იხდიან.
"აუზი ორი პერსონაჟით", ნიუ იორკში კრისტის აუქციონზე 90 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. იმ დროისთვის ეს ყველაზე დიდი თანხა იყო, რაც გადაუხდიათ ჯერ კიდევ ცოცხალი მხატვრის მიერ შექმნილ ნახატში.