ბრიტანელი მხატვრის დევიდ ჰოკნის მიერ შესრულებული ნახატი - „აუზი ორი პერსონაჟით“, ნიუ იორკში კრისტის აუქციონზე 90 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. ამ დროისთვის ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც გადაუხდიათ ჯერ კიდევ ცოცხალი მხატვრის მიერ შექმნილ ნახატში.
წინა რეკორდი 2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც 58 მლნ. დოლარად გაიყიდა ჯეფ კუნსის ქანდაკება - "საჰაერო ბუშტების ძაღლი".
დევიდ ჰოკნის ეს ნამუშევარი 1972 წელს შეიქმნა და ის მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია.