„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გააძევა.
„მოპასუხე მხარეს აშკარად და ღიად ეტყობა, რომ შენიშვნებს აძლევს მეორე მხარეს იმასთან დაკავშირებით, რასაც თავად ორჯერ მეტად არღვევს. იმას ვერ ეგუებით, რომ ახსნა-განმარტება არ გააკეთოთ შეკითხვების შემდეგ. კიდევ უფრო უმყარდება სასამართლოს რწმენა იმისა, რომ გაჭიანურებისკენ მიდის ეს ყველაფერი. ბატონი ზაზა ამბობს, რომ საზოგადოებას უნდა მივმართო. მაშინ გადაწყვიტოს ეს საქმე საზოგადოებამ. ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი, ის მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით სხდომიდან“, – აღნიშნა ნადარაიამ.
როგორც ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, იგი მხარეებისადმი თანასწორ მიდგომას ითხოვდა.
„ყოველ ჯერზე მე ვითხოვდი, რომ თანასწორი მიდგომა ყოფილიყო მხარეებს შორის“, – აღნიშნა ბიბილაშვილმა.