შვედი მეცნიერების კვლევების მიხედვით, სამი წლის (პლუს მინუს ნახევარი წელი) შემდეგ სიყვარულის განცდა ან სრულიად ქრება ან "სხვა განზომილებაში" გადადის.
ამ პერიოდის შემდეგ წყვილს უწევს შინაგანი არჩევანის გაკეთება _ რამდენად შეესაბამება ადამიანი რომელთანაც მას თანაცხოვრება უწევს მის იდეალს, გააგრძელოს მასთან ცხოვრება და შეეჭიდოს ყოველდღიურობას თუ დაანგრიოს ოჯახი.
სტოკჰოლმელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თანაცხოვრების სამი წლის მოახლოვებასთან ერთად ორგანიზმში ქრება "სიყვარულის" ქიმიური პროცესები და "თქვენ ხედავთ რეალურ ადამიანს" და არა იმას ვისთანაც თანაცხოვრებაზე ოცნებობდით და გსურდათ გეცხოვრათ მთელი ცხოვრება.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ "გაღიზიანება იწყება იქიდან, რომ თქვენ ამჩნევთ უამრავ ისეთ დეტალს, რომელიც ადრე შეუმჩნეველი იყო". სწორედ სამი წლის შემდეგ წყვილი იწყებს ერთმანეთისადმი ისეთი პრეტენზიების გამოთქმასა და გამოხატვას, რომელიც ადრე სრულიად მისაღები ან იყო ან გაღიზიანებას არ იწვევდა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ წყვილი ერთვება ყოველდღიურ პროცესებში და წვრილმანებით გაღიზიანების მომენტები მათთვის ადვილად გადასალახი ხდება, წლების შემდეგ შესაძლოა "სიყვარული" ქიმიური პროცესები კვლავ განახლდეს. აღნიშნული შესაძლებელია თანაცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს.