სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს „ტრამპის გზის“ შესახებ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც პარაფირებული იყო 26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, Marco Rubio-ის სომხეთში ვიზიტის დროს.
ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სომხეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დოკუმენტს ხელს აწერს.
„ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ თქვენი თვალწინ მოვაწერე ხელი „ტრამპის გზის“ ჩარჩო შეთანხმებას სომხეთსა და აშშ-ს შორის. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეთანხმების პარაფირება მოვახდინეთ მისი სომხეთში ვიზიტის დროს. შემდეგ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დოკუმენტს ხელი მოაწერა და დოკუმენტი სომხეთში გამოიგზავნა, ახლა კი მე სომხეთის სახელით მოვაწერე ხელი. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულდა და შეთანხმება მზად არის რატიფიკაციისთვის“, - განაცხადა არარატ მირზოაინმა