ერთი წლის წინ, 2018 წლის 5 ნოემბერს, NASA-ს „ვოიაჯერ 2“ გახდა მეორე კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მზის სისტემის გავლენის პერიმეტრი, ე.წ. ჰელიოსფერო დატოვა და შეცურდა ინტერსტელარულ, ანუ ვარსკვლავთშორის სივრცეში. ამ მოლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, კი ჟურნალი Natural Science, დედამიწისგან 11 მილიარდი კილომეტრით დაშორებული კოსმოსური ხომალდის გაანალიზებულ შედეგებსა და კვლევას ავრცელებს, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა უგულებელყოფილი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟურნალში აღწერილი ყველა დეტალი ეყრდნობა ვოიაჯერ 2-ის ხუთ საოპერაციო ინსტრუმენტს:
მაგნიტომეტრი;
ენერგო ნაწილაკების ამომცნობი ორი ხელსაწყო;
დამუხტული ნაწილაკების საკვლევი ორი ხელსაწყო;
ყველა ინსტრუმენტის შედეგების ერთობლივი გაანალიზებით მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ ჩვენი მზის სისტემის კოსმოსური "სანაპიროს" მოდელი შექმნან და ამავდროულად, განსაზღვრონ სად მთავრდება ჩვენი ვარსკვლავის გავლენის სფერო და სად იწყება ვარსკვლავთშორისი თვალუწვდენელი ოკეანე.
აღმოჩნდა, რომ ხომალდი მზის სისტემის ჰელიოსფეროს ტრანზიტულ ნაწილში იმყოფება და მალე გადაკვეთს ვარსკვლავის ბუნებრივ საზღვარს.
ახალი კვლევის თანახმად, რამდენიმე წლის წინ წამოყენებული ჰიპოთეზა დამტკიცდა. დადასტურდა, რომ პლაზმა (აირი რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ იონიზირებულია და რომელსაც ყველა ვარსკვლავი გამოყოფს) ჩვენი მზის ჰელიოსფეროში (ბუშტი, სადაც გროვდება გაზები და აირები, რომელსაც მზე გამოტყორცნის) ნაკლებად მკვრივია, ვიდრე მიღმა, უახლოეს ვარსკვლავთშორის რეგიონში.
ვოიაჯერის ორივე მისიამ საკუთარ რეგიონში (ერთი კვლავ მზის სისტემაში, მეორე მზის სისტემის მიღმა) გაზომეს პლაზმის ტემპერატურა. ვარაუდი გამართლდა და აღმოჩნდა, რომ ჩვენი მზის ჰელიოსფეროში აირი გაცილებით ცხელია, ვიდრე მის მიღმა ინტერსტელარულ სივრცეში.
თუ წარმოვიდგენთ რომ ჰელიოსფერო უზარმაზარი გემია, რომელიც მზის სისტემაში დიდი სიჩქარით დაცურავს, აღმოჩნდა რომ რაღაც გზით, მყარი კორპუსიდან აირებს „აპარებს“. ვოიაჯერ 1-მა აღმოაჩინა დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც მზის სისტემის შიგნით უნდა ყოფილიყო.
Voyager 1 და Voyager 2 1977 წელს გაუშვეს. მათი თავდაპირველი მისია მზის სისტემის პლანეტების შესწავლა იყო. აპარატების მეშვეობით იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის, ასევე მათი თანამგზავრების უნიკალური ფოტოებია მოპოვებული. ვოიაჯერის ხომალდებში კაცობრიობის მიერ უცხო ცივილიზაციებისთვის განკუთვნილი გზავნილია განთავსებული.