1977 წელს გაშვებულმა Voyager 2-მა მზის სისტემა დატოვა. 41-წლიანი უწყვეტი მოძრაობის შემდეგ მან 18 მილიარდი კილომეტრი გაიარა და მზის სისტემას გასცდა. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის მიერ შექმნილი რობოტი დღემდე აღმოჩენილ სიცოცხლის ერთადერთ სისტემას ტოვებს.
მზის სისტემა შედგება ე.წ. "ბუშტისგან", რომელსაც მეცნიერები პლაზმას უწოდებენ. ამ გარსში არსებული ყველა ელემენტი ჩვენი მზის სიტემის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მეცნიერები დაკვირვების მიუხედავად ვეღარ პოულობენ მზის სისტემის ნაწილების კვალს. შესაბამისად, ხომალდებმა მიაღწიეს იმ ფაზას, სადაც ახალი ვარსკვლავის სისტემა ან ე.წ. „ცარიელი სივრცის“ საწყისია.