ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში რუსი სპორტსმენი ინალ ტასოევი დაამარცხა. გურამ თუშიშვილმა მეტოქე იპონზე დასცა. შედეგად, საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
ევროპულ თამაშებზე ძიუდოში საქართველოდან ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი მონაწილებს.