საქართველოს პრეზიდენტია გაეროს ათასწლულის გამოწვევის მიზნებისადმი მიძღვნილ სესიაზე საქართველოში სიღარიბისა და კორუფციის წიანააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებაზე საუბრობს. მისი თქმით, მოყოლებული 2003 წლიდან საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებებს მიაღწია. ქვეყანა ებრძვის სიღარიბესაც - სამუშაო ადგილების და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
"პრაქტიკამ აჩვენა, რომ უნდა ვიზრუნოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაზე არის ერთი ტერმინი, რომელიც კერძო ბიზნესის განვითარებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, ეს არის კორუფცია, მასთან ბრძოლა და მისი დამარცხება. კორუფციასთან ბრძოლა შესაძლოა ათასწლულის პროგრამაში ოფიციალურად არ შედის, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ათასწლულის პროგრამას ხელი ეწერებოდა საქართველო იყო წარუმატებელი ქვეყანა განუვითარებელი ინფრასტრუქტურით, და სისტემური კორუფციით. მილიონობით მიღებული დახმარებები გაურკვეველი მიმართულებით იხარჯებოდა ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კორუფციის და სიღარიბის წინააღმდეგ საქართველომ შეურიგებელი ბრძოლა დაიწყო, რამაც ამ ეტაპზე უკვე გარკვეული შედეგიც მოიტანა.
"ამისათვის ჩვენ მივიღეთ რადიკალური ზომები. ვებრძოდით კორუფციას, სიღარიბეს, როგორც პირდაპირ, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ვცდილობდით სამუშაო ადგილების შექმნას და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს განვითარებას. გავატარეთ საპენსიო რეფორმა, დავადგინეთ საპენსიო ჯგუფები. 2003 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 40%-ს აღემატებოდა ახლა კი, ის 18%-ზე ნაკლებია. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დღეში 2 დოლარზე ნაკლებს ხარჯავენ ახლა, მხოლოდ 6%-ს შეადგენს. ეს პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ არის მხოლოდ დასაწყისია იმისათვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.