რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ეს განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და რუმინეთის დელეგაციის შეხვედრისას გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში სტუმრად მყოფ რუმინულ დელეგაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბოგდან აურეცკო ხელმძღვანელობს.
მინისტრ ვაშაძესთან შეხვედრამდე რუმინეთის დელეგაციამ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან და მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ნალბანდოვთან.
"კონსულტაციები, ძირითადად ევროკავშირის მისიაში რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობისა უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ამას გარდა განიხილეს ასევე რუმინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები",_ იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.