აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი სარაკეტო დარტყმის შედეგად ვენესუელის სანაპიროსთან გაანადგურა ხომალდი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა. ამის შეასხებ აშშ-ის ომის დეპარატმენტის მდივანი პიტ ჰეგსეთი Х-ზე წერს. იუწყება Reuters
მისი თქმით, დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემს ნარკოტიკები გადაჰქონდა და რომ ბორტზე მყოფი ადამიანები „ნარკოტერორისტები იყვნენ და ისინი ნარკოტიკების ტრანზიტის ცნობილი მარშრუტით მოქმედებდნენ“.
„[დარტყმის] შედეგად, ხომალდზე მყოფი ნარკოკარტელის ოთხი წევრი დაიღუპა“, - განაცხადა ჰეგსეთმა.