რუსული დრონის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის, ანტონი ლალიკანის სიცოცხლე შეეწირა, Kyiv Independent –ის უკრაინელი ფოტოგრაფი გრიგორი ივანჩენკო კიდაშავდა. ამის შესახებ ნათქვამია მე-4 ცალკეული მძიმე მექანიზებული ბრიგადის Facebook-გვერდზე.
„ფრანგი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ანტონი ლალიკანი მტრის FPV-დრონის მიერ მიზანმიმართული დარტყმის შედეგად დაიღუპა. ადგილზე მასთან ერთად მუშაობდა Kyiv Independent-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, უკრაინის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი გრიგორი ივანჩენკო. ის დაშავდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, აღნიშნული დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკასთან ახლოს მოხდა, რომელიც შეხების ხაზიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მედიის 111 წარმომადგენელი დაიღუპა, მათგან 12 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.