მეტეხის ხიდზე სტუდენტებს თავს დაესხნენ. მათ შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია.. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იგორ ნარმანია აქტივისტებთან ერთად მეტეხის ხიდზე 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.
აღნიშნულის შემდეგ, განცხადების გაკეთება ვერ მოხერხდა.