რუსეთი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მოწყობას განაგრძობს.
როგორც აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა იური ზვირიკიმ "ვრემია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა, რუსი ძალოვანები აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში პატრულირებას მოახდენენ, რაც აღკვეთს ქართული მხარის მიერ გემების გატაცების ფაქტებს.
ამასთან, ზვირიკის თქმით, რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად მალე აფხაზებს ახალი პასპორტები ექნებათ, რომელიც მათ საზღვრის გადაკვეთის უფლებას მისცემს.
რუსმა მაღალჩინოსანმა ისიც დასძინა, რომ რუსი მესაზღვრეები საერთაშორისო დამკვირვებლების დახმარებას არ საჭიროებენ და აფხაზეთში მათ შესვლა-არშესვლის საკითხს სოხუმი თავად გადაწყვეტს.