ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ქადაგიძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ უნდა მისულიყო, თუმცა ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა.
გიორგი ქადაგიძემ სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. როდის მოხდება გიორგი ქაგაგიძის გამოკითხვა სასამართლოში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროკურატურა შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართავს.