Netflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოების „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს.
ესპანურენოვანი სერიალის შექმნაში მწერლის შვილები, როდრიგო გარსია და გონსალო გარსია ბარჩა მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო გადაღებების უმეტესობა კოლუმბიაშია დაგეგმილი.
„ათწლეულების მანძილზე მამაჩემი უარს აცხადებდა „მარტოობის ასი წელიწადის“ უფლებების გაყიდვაზე, რადგანაც ესპანურის გარდა სხვა ენაზე მისი ეკრანიზაცია არ სურდა. თუმცა, ზუსტად ახლა, სერიალების ეპოქაში, როდესაც ძალიან ნიჭიერი სცენარისტები და რეჟისორები გვყავს, ხოლო მაყურებელი სიამოვნებით უყურებს სხვადასხვა ენაზე გადაღებულ ფილმებს, ვთვლით, რომ Netflix-ი კარგად გაართმევს თავს ამ რომანის ეკრანიზაციას“ - განაცხადა როდრიგო გარსიამ.