საქართველოს პარლამენტში აშშ-ის თავდაცვის მიმინისტრის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს თბილისში დაგეგმილ ვიზიტს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურებად აფასებენ.
"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო- ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ხდება, განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ხელმოწერის შემდეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ამერიკელი მაღალჩინოსნის საქართველოში დაგეგმილი ვიტიზი "ძალიან მნიშვნელოვანია".
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. საუბარი იქნება ყველა მიმართულებაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს შეხების წერტილი", - განმარტა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თბილისში მიმდინარე თვის განმავლობაში ჩამოვა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.