მე დამოუკიდებლად მირჩევნია, ამ ეტაპზე, საპარლამენტო მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ მექნება მეტი თავისუფლება, მექნება მეტი დრო, გავიაზრო ვთქვათ ის მომავალი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგა“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, რომელმაც უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მისი თქმით, ის ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს და რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებენ.
„რაც შეეხება დამოუკიდებლად საპარლამენტო მუშაობას, მე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ ყველასთან, უმრავლესობა ვინც დატოვა. იმ ადამიანებთან, ვინც იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელსაც მე ვიზიარებ. უბრალოდ, მე დამოუკიდებლად მირჩევნია, ამ ეტაპზე, საპარლამენტო მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ მექნება მეტი თავისუფლება, მექნება მეტი დრო, გავიაზრო ვთქვათ ის მომავალი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგა“, – ბექა ნაცვლიშვილმა.