ეს ამბები არის სამარცხვინო პოლიტიკურად, ისევე, როგორც პოლიტიკური უტიფრობაა თქვენგან ჩვენთვის დამადლება, რომ აქ მობრძანდით, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
„უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, რომ თურმე, მადლიერები უნდა ვიყოთ ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს? დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას უფლება აქვს, რომ ილაპარაკოს. დიდი მადლობა, რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევთ. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. ვერ გავიგე, ეს რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ , რომ მოხვიდეთ. „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება და აქ ეს ამბები არის სამარცხვინო პოლიტიკურად, ისევე, როგორც პოლიტიკური უტიფრობაა თქვენგან ჩვენთვის დამადლება, რომ აქ მობრძანდით. მზად ხართ ხომ კითხვებზე საპასუხოდ? ან არ უპასუხებთ ამ კითხვებს და მერე საზოგადოება და ჩვენ შეგაფასებთ თქვენ ყველასთან ერთად, ვინც აქ გადაეფარეთ. მე კომიტეტის თავმჯდომარეს ვთავაზობ, დრო გამოვყოთ და კითხვები დავუსვათ ამ პატივცემულ ადამიანს, რომელმაც ამხელა პატივი დაგვდო, კანონი შეასრულა და მობრძანდა ჩვენი კითხვების საპასუხოდ”, - თქვა ბოკერიამ.
პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფებიან "თიბისი" ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ისინი კანონმდებლებს საქმის ირგვლი მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. ხაზარაძე და ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში ტრიბუნას კობა გვენეტაძის შემდეგ დაიკავებენ.