რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის დასკვნას საქართველოში ბრიატანეთის ელჩიც აფასებს.
დენის კიფის თქმით, გამოქვეყნებულ ანგარიშს ყველა ქვეყანა უნდა გაეცნოს.
ელჩი მიიჩნევს, რომ ომი ყველაზე ძნელი გადასატანი დევნილი მოსახლეობისთვისაა და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზით გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.
"კომისიის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულია. ომის შედეგები გძრელდება, მაგალითად ეს ჯერ კიდევ აისახება დევნილებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა მოხდეს", - აცხადებს დიპლომატი.