ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო საიდუმლოდ შეხვდა ვენესუელელ სამხედროებს მადუროს რეჟიმის ცვლილების მხარდაჭერაზე მოსალაპარაკებლად. აღნიშნული განცხადება მადურომ the New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა.
23 იანვარს, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
რუსეთი და ჩინეთი აგრძელებენ ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას, მაშინ როდესაც აშშ, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა გუაიდოს აღიარებენ ვენესუელის პრეზიდენტად.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე პირი დაპატიმრებულია ვენესუელაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.