საქართველოში იმპორტის მოცულობით თურქეთი ლიდერობს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს თურქეთიდან საქართველოში1 მლრდ 470 მლნ 1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა.
„2018 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი - 1 470.1 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი - 935.7 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი - 833.6 მლნ. აშშ დოლარი.
2018 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი -1 702.8 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი -1 373.0 მლნ. აშშ დოლარი და მესამე ადგილზე აზერბაიჯანი - 1 088.8 მლნ. აშშ დოლარი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში აღარ გვხვდებოდა უმსხვილეს სამეულში“, - იტყობინება „საქსტატი“.
რაც შეეხება, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 863.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 598.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 396.7 მლნ. აშშ დოლარით იმპორტის 4.3 პროცენტი.
ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა , რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17 პროცენტით აღემატება. მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 22.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარს -14.9 პროცენტით მეტი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.