ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
შეგახსენებთ, დ.ღ.-ს საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.