ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობის სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების შესაძლებლობაც. მისი თქმით, ბრიტანეთი ევროპასთან ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობას აძლიერებს.
ბერნემმა BBC-ს განუცხადა, რომ ბრიტანეთმა ევროპასთან გრძელვადიანი ურთიერთობის სხვადასხვა მოდელი უნდა შეისწავლოს და განსაზღვროს, რომელი მათგანი იქნება ქვეყნისთვის წინსვლის საუკეთესო გზა.
მისი თქმით, ბრექსიტმა „უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი“. ბერნემმა ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
ბერნემის თქმით, ბრიტანეთმა ევროკავშირთან ურთიერთობის მომავალი ფორმატის შესახებ დისკუსია არ უნდა შეზღუდოს მხოლოდ იმ ვარიანტებით, რომლებიც დღეს პოლიტიკურად ყველაზე რეალისტურად მიიჩნევა.
„ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს და ამას პირდაპირ ვიტყვი: ბრექსიტმა უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. ამიტომ საკითხავია, რა უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად?“ - განაცხადა ბერნემმა.