საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკის გატარების დროსაც კი ხელისუფლება "ილიას გზას მიჰყვება".
"როდესაც საქმე ქართულ ეკონომიკურ ლიბერალიზმს ეხება, ჩვენ არავისგან არაფერი გვაქვს გადმოსაღები. ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი, რომელიც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში, დაბალ ლიბერალურ გადასახადებს დაEეკონომიკურ ლიბერალიზმს. ჩვენ ილიას გზას მივყვებით და ამ გზამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და აქვე განმარტა, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური ლიბერალურ თავისუფლებაზე დაფუძნებული ეკონომიკის შენება არჩია, რამაც შედეგი გამოიღო.