რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისათვის ბუნებრივი აირის ტრანზიტით მიწოდება აღდგენილია. გაზის მიწოდება მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ლი ოქტომბრიდან შეწყვეტილი იყო. განცხადება დღეს ამის შესახებ სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობისა და გაზი კომპანიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, გაზის ტრანსპორტირება დადგენილი ვადების შესაბამისად აღდგა.