პალესტინური მოძრაობა "ფათხი" და "ჰამასი" 22 ოქტომბერს დაზავების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით ავტონომიაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას ბოლო უნდა მოეღოს და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს გზა უნდა გაეხსნას.
ინფორმაცია ამის შესახებ პალესტინურმა წყაროებმა და ეგვიპტის წარმომადგენლებმა გაახმაურეს, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლების როლში გამოდიან. ამ ინფორმაციას "The Jerusalem Post"-ი ავრცელებს.
წყაროთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზას სექტორში პალესტინის ავტონომიის ოფიციალური ხელისუფლების დაბრუნებას, საიდანაც ისინი 2007 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ განდევნილ იქნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არჩებნების სამეთვალყურეოდ საერთო არაბული კომისიის შექმნას. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტური მხარე არჩევნების 2010 წლის პირველ ნახევარში ჩატარების ინიციატივით გამოდის.
ამას გარდა, უსაფრთხოების ძალები, რომლებსაც ავტონომიის მეთაური მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს ღაზას სექტორში თავისი მოვალობების შესრულებას დაუბრუნდებიან. მათ შორის ისინი ჩადგენიან ეგვიპტესთან არსებულ რაფახის სასაზღვრო გადასასვლელზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. იქ ასევე კვლავ დაიშვებიან ეგვიპტელი დამკვირვებლები, რაც იმის საშულებას მისცემს ყველას, რომ ღაზად სექტორის საერთაშორისო ბლოკადა შესუსტდეს და ამ ანკლავში ცხოვრების საერთო დონე მაღლა აწიოს.
ზავის ხელმოწერამდე "ფათხი" და "ჰამასი" და სხვა პალესტინური დაჯგუფებები საერთო პრესკონფერენციას გამართავენ და საზოგადოებას ნაციონალური გაერთიანების შესახებ ამცნობენ.
აღსანიშნავია, რომ დასავლელი დამკვირვებლები ამ პერსპექტივად ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდებიან. ამასთან ერთად,ისინი არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ძალისხმევა მხოლოდ არსებული დაპირისპირების ოფიციალური ბოლოს მოღების მხდელობად იქცეს. "ფაქტობრივად, ეს არის მხოლოდ ფართო პროგრამა, რომლის განხილვის პირობასაც ორივე მხარე დებს",_ წერს "NEჭშრუ Iსრაელ" - ი და აღნიშმავს, რომ მოძრაობათა შორის ერთ ერთ ყველაზე მძიმე თემად, მაინც ისრაელთან ურთიერთობები რჩება.
შეგახსნებთ, რომ ზომიერ "ფათხი" და რადიკალურ "ჰამასს" შორის მდგომარეობა 2006 წელს დაიძაბა. მას შემდეგ რაც ამ წელს ჩატარებულ არჩევნებში ჰამასელებმა გაიმარჯვეს. საბოლოო განხეთქილება კი 2007 წელს მოხდა, მას შემდეგ რაც "ჰამასმა" ღაზას სექტორში ხელისუფლება ჩაიდგო ხელში და იქიდან მაჰმუდ აბასისა და "ფათხი"-ს მომხრეები განდევნა. მათი კონტროლის ქვეშ მხოლოდ იორდანეს დასავლეთი სანაპირო დარჩა.
შედეგად, ღაზას სექტორის მილიონ ნახევარზე მეტი მაცხოვრებელი უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომიკური ბლოკადის პირობებში ცხოვრობს. ამას გარდა, ღაზას სექტორის მაცხოვრებლებმა მიმდინარე წლის დასაწყისში ისრაელის მხრიდან რამდენიმე სერიოზული დაბომბვა და სახმელეთო ოპერაცია გადაიტანა.