საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით დღეისათვის დაგეგმილი აუქციონი 3 სექტემბრისათვის გადაიტანა.
გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტროს ასახელებს, იმას რომ აგვისტო იყო არააქტიური თვე და შესაბამისად სამინისტრომაც აუქციონის ჩატარებისა და განაცხადების მირების ვადა სექტემბრამდე გადაწია.
შესაბამისად, 3 სექტემბრისათვის დაგეგმილ აუქციონზე გამოტანილი იქნება 2 ობიექტი: ჯავახეთის ზეგანი ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის (ჭაფალა, ხრამული, კობრი) ლიცენზია, საწყისი ფასი 1 665 ლარი;
ასევე, ჯავახეთის ზეგანი სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე საღამოს ტბაზე თევზჭერის (კარასი, ხრამული, ჭაფალა) ლიცენზია, საწყისი ფასი 1 637 ლარი.
აღნიშნულ ობიექტებზე ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 წლით განისაზღვრება.