8-9 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", აშშ-საქართველოს ბიზნესსამიტი გაიმართება, რაც ამერიკულ და ქართულ კომპანიებს ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების დამყარების საშუალებას მისცემს.
სამიტის ფარგლებში, ამერიკულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ, კონტაქტი დაამყარონ საქართველოს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.
ღონისძიებაზე განხილულ იქნება საკითხები შემდეგ თემებზე: ენერგეტიკა, ინფრასტუქტურა, ფინანსური რესურსები, თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მუერნეობისა და სხვა დარგებში. ღონისძიების ფარგლებში, ასევე იგეგმება საქართველოს საპორტო ქალაქების - ფოთისა და ბათუმის მონახულება. აღნიშნულ ბიზნეს სამიტს, აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით მართავს.