27 და 30 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 27 აგვისტოს 1 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება. გასაყიდი ობიექტია თბილისში, კოსტავას ქუჩა #№43-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (№1, №2, №3,№4 და №5) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 2 400 000 აშშ დოლარი.
30 აგვისტოს სამინისტროში 9 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება. გასაყიდი ობიექტებია თბილისში, მუშტაიდის პარკის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 200 000 აშშ დოლარი; იყიდება ასევე საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 56 000 აშშ დოლარი;
თბილისში, კახეთის გზატკეცილი №36ბ-ში მდებარე მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 25 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.
თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, II მიკრო/რაიონში, III კვარტალში, №4 კორპუსის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება კი 16 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.