ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 22 ლიცენზიანტი კომპანია ჰყავს. როგორც ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ განმარტა, წლის ბოლომდე ლიცენზიანტების რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება.
ფოთში პროექტის ფარგლებში, ინდუსტრიული ზონის პარალელურად, ახალი პორტი 100 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება, რომლის ფარგლებშიც 5 წლის განმავლობში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება.
პორტის მშენებლობაზე დაახლებით 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პარალელურად, ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც 300 ჰექტარზე განთავსდება, სადაც 450 მსხვილი საწარმოს დარეგისტრირება.
ფოთის ახალი პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ მისი მფლობელია არაბული კომპანია "რაკ ინვესთმენთი".