ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 19 ლიცენზიიდან აუქციონზე 13 ობიექტის ლიცენზია გაყიდა.
ეკონომიკისადამდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 155 524 ლარი შეადგინა.
აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ობიექტების ლიცენზიები: ოზურგეთი, სოფ. გურიანთის ტერიტორიაზე "გურიანთის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, რომელიც შპს "კოლხეთი-2"-მა 15 222 ლარად შეიძინა. თბილისი, ავჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. მტკვარზე "ავჭალის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, შპს "მშენებელი-999"-მა 3 230 ლარადშეიძინა. ბოლნისში,
სოფ. რაჭისუბნის ტერიტორიაზე, მდ. მაშავერაზე "რაჭისუბნის" ქვიშა, ხრეშის გამონლინებების ლიცენზიის მფლობელი კი შპს "საბა+++"-ი გახდა, რომელმაც ობიექტში 8 230 ლარი გადაიხადა. მესტიაში, სოფ. ქვემო იფარის ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე "იფარის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინების ლიცენზიის მფლობელი კი შპს "ენგური 2006"-ი გახდა, რომელმაც ობიექტში 5 899 ლარი გადაიხადა.
ტერიტორიაზე "ბედონის" ლოდების (ანდეზიტო-ბაზალტი) გამოვლინების ლიცენზიის მფლობელი კი შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" გახდა, რომელმაც ლიცენზიის მისაღებად აუქციონის წესით 11 000 ლარი გადაიხადა.
ხოლო მარნეული, სოფ. ახალი მამუდლოს ტერიტორიაზე, მდ. დებედაზე "შულავერის" ქვიშა, ხრეშის საბადოში, რომელიც 60 090 ლარად გაიყიდა შპს "ქცია"-მ შეიძინა.