პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე ბინძური პიარ-კამპანია ააგორეს და ერთნაირი ლექსიკით და სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს, რაც უკვე ძალიან მძიმე შემთხვევაა.
მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმში ლაპარაკობს ამ კუთხით.
"მე მესმის, როდესაც ზარდიაშივლი იფშვნეტს ხელებს და ბედნიერია იმით, რომ მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, მიეცა შესაძლებლობა პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის "ევროპულის საქართველოს" წარმომადგენლები არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმაში ლაპარაკობს ამ კუთხით, ეს ძალიან დასანანია და როდესაც ერთად ვხედავ ვანო ზარდიაშვილს და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება არ გამახსენდეს ზურაბ ადეიშვილის "ბედნიერი დრო", როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ და როგორც ჩანს დღესაც მშვენივრად თანამშრომლობენ ასეთ საკითხებში.
საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება და წარმართვა ყოველდღიურად პრაქტიკულად. რასაკვირველია, ამ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია ამაზე საუბრობენ. ჩვენ, არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველი შეაფასებს", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ