უსაფრთხოება არის ის მინიმალური მოთხოვნა, რომლის გარეშეც ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და მდგრადი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ტრანზიტი, ენერგეტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან.
"გვესმის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ტრანზიტი, ენერგეტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება შინაარსობრივი, პრაქტიკული და შედეგის მომტანი ორივე მხარისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.