ამსტერდამში, დამკრძალავი ინდუსტრიის გამოფენაზე ნაჩვენები იყო პირველი "კაფსულა თვითმკვლელლებისთვის ". ამის შესახებ South China Morning Post-ი იუწყება.
მოწყობილობა სახელად „Sarco“ ჰოლანდიაშია დამზადებული. მას მისცეს ფუტურისტული დიზაინი. აღსანიშნავია, რომ გამომგონებლები არიან ჰოლანდიელი დიზაინერი, ალექსანდრე ბანინკი და ავსტრალიელი აქტივისტი, ფილიპ ნიჩკე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდნენ ევთანაზიის ლეგალიზაციის მოთხოვნით.
კაფსულა ყველა მსურველს მისცემს საშუალებას დატოვოს სიცოცხლე უმტკივნეულოდ. წერს გამოცემა.
"ისინი იგრძნობენ ოდნავ თავბრუსხვევას, რის შემდეგაც ძალიან სწრაფად დაკარგავენ ცნობიერებას და მოკვდებიან“ - განმარტავს ნიჩკე.
გამოფენაზე მხოლოდ მოწყობილობის მაკეტი იყო წარმოდგენილი, თუმცა მომხმარებლებმა შეძლეს კაფსულა "შეემოწმევბინათ“. მათ გაიკეთეს VR სათვალეები და ვირტუალურად აღმოჩნდნენ კაფსულაში.
გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის ისინი უკვე დაასრულებენ მოქმედ მოდელზე მუშაობას.