3 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე ქვესადგურ `საბურთალო-3"-ის პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს", ს.ს. "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტის, ამბროლაურის, საირმის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, საბურთალოს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის და მიმდებარერე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება რესპუბლიკურ, ინფექციურ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, რომელთაც დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.