უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებები გარკვეულ ჩიხში შევიდა“, - აღნიშნა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა „როგორც ჩანს, ზუსტად არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან“.
ვენსის თქმით, დონალდ ტრამპი საუბრის დროს ვლადიმირ პუტინს ჰკითხავს, სერიოზულად არის თუ არა განწყობილი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართ.
„ჩვენ შევეცდებით, რომ ეს [ომი] დასრულდეს, მაგრამ თუ ვერ შევძლებთ, საბოლოოდ ვიტყვით: „იცი რა? ღირდა, რომ ვცადეთ, მაგრამ ჩვენ ამას აღარ ვაპირებთ“, - თქვა ვენსმა.
მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში „თუ რუსეთს მონაწილეობა არ სურს, საბოლოო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უნდა თქვას, რომ ეს ჩვენი ომი არ არის“, - დასძინა ვენსმა.
შეგახსენებთ, დღეს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარია დაგეგმილი.