აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მედიის ცნობით დონალდ ტრამპი ზელენსკის კიდევ ერთხელ დაურეკავს ვლადიმერ პუტინთან საუბრის დასრულების შემდეგ.