ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთში „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოცხადდა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Amnesty-ს ლონდონში მდებარე ცენტრალური ოფისი „კიევის რეჟიმის თანამზრახველების მიერ დაფინანსებული გლობალური რუსოფობიური პროექტების მომზადების ცენტრს“ წარმოადგენს.
„Amnesty International -ის აქტივისტები „ყველაფერს აკეთებენ რეგიონში სამხედრო დაპირისპირების გასამწვავებლად - ისინი ამართლებენ უკრაინელი ნეონაცისტების დანაშაულებს, მოუწოდებენ მათი დაფინანსების გაზრდისკენ და დაჟინებით მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას“, - ნათქვამია პრესრელიზში.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ვერსიით, ამ ორგანიზაციის წევრები „უჭერენ მხარს ექსტრემისტულ ორგანიზაციებს“ და „აფინანსებენ უცხოელი აგენტების საქმიანობას“.