ბრიტანეთის მუზეუმის აზრით, მათთან დაცულ მუმიაზე, რომელიც დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 3351-3017 წლებით თარიღდება, ტატუა გამოსახული. მათივე აზრით, გამოსახულება რომელიმე ცხოველს უნდა აღნიშნავდეს.
ტატუ, ანალოგიური პერიოდის, კერამიკულ ნაკეთობებზე გამოსახული ფიგურების მსგავსია.
მკვლევარებმა, ასევე, აღმოაჩინეს ველური ხარისა და ცხვრის გამოსახულება სხვა მუმიის მკლავზე, რომელიც ცნობილია როგორც Gebelein Man A". აღნიშნული მუმია, დაახლოებით 100 წლის წინ აღმოაჩინეს და ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის 18-21 წლის ასაკში ჭრილობისგან გარდაიცვალა.
ორივე მუმია აღმოაჩინეს ეგვიპტის ქალაქ გებელეინში, ქალაქ ლუქსორიდან 40 კილომეტრის მოშორებით.
ამ დრომდე, ჩვენამდ მოღწეული ტატუს უძველეს ნიმუშებზე გამოსახული იყო გეომეტრიული ფიგურები.
ბრიტანეთის მუზეუმში დაცული მუმიები შეიძლება ჩაითვალოს ჩვენამდე მოღწულ ტატუს უძველეს ნიმუშებად.