თბილისი ყოფილი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კონტრაქტორი იყო.
როგორც ნარმანიამ TV პირველის სატელეფონო ჩართვაში განმარტა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რა ხარვეზმა გამოიწვია აღნიშნული ინციდენტი.
შეკითხვაზე, აკმაყოფილებდა თუ არა კომპანია სატენდერო პირობებს, ნარმანია პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის სატენდერო პირობებს ვერ დააკმაყოფილებდა, სამუშაოებს მას არ შეასრულებინებდნენ.
“რამდენიმე მეტროსადგური რემონტდებოდა პარალელურად, მათ შორის, მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, გამოძიებამ უნდა დაადგინოს საპროექტო ხარვეზი იყო თუ შესრულების“, - განაცხადა დედაქალაქის ყოფილმა მერმა.
შეგახსენებთ, მეტრო "ვარკეთილში" დღეს, 30 იანვარს, 10:30 წუთზე შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ამჟამინდელი მონაცემებით, დაშვებულია 13 ადამიანი.