ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევისას დაშვებული პაციენტებიდან ერთ-ერთს, შესაძლოა, ქვედა კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდეს.
ექიმის განმარტებით, დაშვებული 11 ადამიანიდან იმ 4 მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი საშუალო სიმძიმისაა და მათ ამჟამად სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
"გადმოყვანილია 4 პაციენტი, რომელთაც გულ-მკერდის, ქვედა კიდურისა და თავის ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტებს უტარდებათ კვლევები. ერთ-ერთს, შესაძლოა, ქვედა კიდურზე ოპერაცია დასჭირდეს“, - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.
შეგახსენებთ, მეტრო "ვარკეთილში" დღეს, 30 იანვარს, 10:30 წუთზე შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ამჟამინდელი მონაცემებით, დაშვებულია 11 ადამიანი.