რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის შეფასებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
"პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრობლემები არის, მაგრამ დროზე უნდა მივხედოთ", - განაცხადა ტყეშელაშვილმა მთავრობის სხდომაზ. მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად რეგიონებისთვის მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ფინანსური დახმარება გამოეყოფათ.