თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე მომხდარ ავარიის დროს 6 ადამიანი დაიღუპა.
სამგზავრო ავტობუსი მაგისტრალზე მოცურდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად 45 მგზავრი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ავტობუსს ირანული სანომრე ნიშნები ჰქონდა. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, ავარიის მიზეზი უამინდობის შედეგად გამოწვეული ცუდი ხილვადობა და სველი მაგისტრალი გახდა.