„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე გამოიკითხა ერთი სამართალდამცველი.
მოწმემ პოლიციელმა აღნიშნა, რომ 4 დეკემბერს, „დროას“ ოფისთან, ნიკა გვარამიას დაკავებაში ხასაია ხელს უშლიდათ და პოლიციას არ ემორჩილებოდა.
თავად ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას უარყოფს და მოწმეს ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებს. ხასაიას თქმით, მის დაკავებაში აღნიშნულ მოწმეს მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. გელა ხასაიამ სასამართლო პროცესს უხარისხო კომედია უწოდა.
"ვიღაც დამკავებელი პოლიციელი შემოვიდა, რომელიც პირველად ვნახე. მეუბნებოდა, მე მოგიწოდე, გადასულიყავი უკანო. რომ ვკითხე, სად უკანთქო, იმიტომ, რომ ჩემს უკან ტროტუარი არ იყო, მითხრა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ უნდა გადასულიყავიო. მსგავს სიგიჟეებს ვუსმენდი, მოსმართლე მას ტკბილი ხმით უსვამდა შეკითხვებს და ადასტურებდა, რომ იყო შსს-ს მხარეს. პროცესი 21-მდე გადაიდო, 21-შიც გაგრძელდება ეს კომედია. ცოტა ხარისხიანი კომედია რომ იყოს, მართლა გამიხარდდებოდა მოსვლა, მაგრამ, ამათ არც იუმორი აქვთ და არც სამართალი", - განაცხადა ხასაიამ.
პროცესი 21 თებერვლისთვის გადაიდო.