პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 83 ხმით "ქართული ხმeბის" სოლისტი გრიგოლ აბესაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლედ წარდგენილია გრიგოლ აბესაძე.