სხვადასხვა ბულგარული საინფორმაციო საშუალება და ფორუმი "ევროვიზია 2010"-ის გამარჯვებულ ლენა მაიერ-ლანდრუტს პლაგიატორობაში სდებს ბრალს. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება.
ბულგარელი ჟურნალისტები ლენას სიმღერა "სატელაიტს", რომელმაც ცოტა ხნის წინ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში "ევროვიზიის" კონკურსზე გაიმარჯვა, ბულგარული მულტფილმის "ღამე მშვიდობისა, ბავშვებოს~ საუნდტრეკს ამსგავსებენ.
გერმანული გაზეთ "ბერლინერ ცაითუნგი" აქვეყნებს ბულგარული რადიოს, "დარიკ რადიოს~ წამყვანის, სიტყვებს, სადაც იგი ამბობს: "გილოცავ ბულგარეთო, ჩვენმა ქვეყანამ ევროვიზიაზე წარმატება მოიპოვა~.
გთავაზობთ იმ ბულგარული მულტფილმის საუნდტრეკის ბმულს, რომელსაც ბულგარელი ჟურნალისტები ლენას სიმღერა "სატელაიტს" ამსგავსებენ:
http://www.youtube.com/watch?v=7S8Yzl_si0c&feature=player_embedded#at=96