"ალიანსი საქართველოდან" "რესპუბლიკელი" ირაკლი ბათიაშვილის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე "რესპუბლიკურ პარტიაში" კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით პარტიის ლიდერები განცხადებას გააკეთებენ.
ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკავშირება თავად ირაკლი ბათიაშვილთან.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ალიანსი სოზარ სუბარმა და კოკა გუნცაძემ დატოვეს.