რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, დმიტრი პუშკარევი საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით იძებნებოდა და შემდგომ რუსეთისთვის მისი ექსტრადიცია განხორციელდა.
თავდასხმა 2 ოქტომბერს, ვლადიკავკაზი-ადლერის მიმართულებით მოძრავ მატარებელში მოხდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარი სამართალდამცავებს თავს დაესხა, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა საპასუხო სროლისას მოკლეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღძრა, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების, სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზებისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.